16:03 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-04 00:39:17, 10155 ნახვა

ევროპის ამბები
მაკრონი - დღეს ვენესუელელი ხალხი ნიკოლას მადუროს დიქტატურისგან თავისუფალია

"დღეს ვენესუელელი ხალხი ნიკოლას მადუროს დიქტატურისგან თავისუფალია და მხოლოდ ზეიმი შეუძლიათ.- წერს საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი X-ზე

"დღეს ვენესუელელი ხალხი ნიკოლას მადუროს დიქტატურისგან თავისუფალია და მხოლოდ ზეიმი შეუძლიათ. ძალაუფლების ხელში ჩაგდებით და ფუნდამენტური თავისუფლებების ფეხქვეშ გათელვით ნიკოლას მადურომ თავისივე ხალხის ღირსებას სერიოზულად გამოუთხარა ძირი.

ძალაუფლების მომავალი გადაცემა უნდა იყოს მშვიდობიანი, დემოკრატიული და პატივს უნდა სცემდეს ვენესუელელი ხალხის ნებას. გვსურს, რომ პრეზიდენტმა ედმუნდო გონსალეს ურუტიამ, რომელიც 2024 წელს იქნა არჩეული, შეძლოს, ძალაუფლების გადაცემა სწრაფად უზრუნველყოს.

ამჟამად რეგიონში ჩვენს პარტნიორებთან მიმოცვლა გვაქვს. საფრანგეთი სრულად მობილიზებულია და ფხიზლად არის, მათ შორის საიმისოდ, რომ ამ გაურკვეველ პერიოდში საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება უზრუნველყოს."- წერს  ემანუელ მაკრონი.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics