16:17 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-10 22:43:30, 3274 ნახვა

Lifestyle
შონ პენი - ძალიან შემიყვარდა საქართველო - მის გარეშე უკრაინა არ არსებობს

ძალიან შემიყვარდა საქართველო - მის გარეშე უკრაინა არ არსებობს - ამის შესახებ, განაცხადა ჰოლივუდის ვარსკვლავმა, რეჟისორმა და მსახიობმა შონ პენმა.

პენი ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალზე სიტყვით გამოვიდა. 

"ბევრი წარმატება და მარცხი გამომიცდია, რამაც კიდევ უფრო გამაძლიერა და შთამაგონა, რომ ეს ფილმი გადამეღო. ჩვენ არასდროს ვიცით, როდის გვატყუებენ, მაგრამ ყოველთვის ვხვდებით, როცა სიმართლეს გვეუბნებიან. მე შემიძლია ქართველებს გითხრათ სიმართლე. ეს სამარცხვინოა, მაგრამ ეს სიმართლეა. ბოლო 24 საათში საქართველოზე იმაზე მეტი გავიგე, ვიდრე 62 წლის განმავლობაში. ძალიან შემიყვარდა საქართველო. საქართველოს გარეშე უკრაინა არ არსებობს. როგორც ამერიკელი მივხვდი, რომ უკრაინამ მაჩუქა საქართველოც. უკრაინა არის ის, რასაც დაგვპირდა ჩვენი ქვეყანა - მშვიდობა და თავისუფლება" - განაცხადა პენმა.

ცნობილმა მსახიობმა და რეჟისორმა უკრაინაში მიმდინარე ომსა და ქვეყნის ლიდერ ვოლოდიმირ ზელენსკიზე ფილმიც გადაიღო. ახლა ის უკრაინაში მებრძოლ ქართულ ლეგიონზე გეგმავს ფილმის გადაღებას. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეჟიმის წარმომადგენელი კვარაცხელია - საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ხმის მისაცემად უნდა ჩამოვიდეს ქვეყანაში
ხუნდაძე -ფასების შემცირებაზე კომისია შევქმენით, მაგრამ ფასები იზრდება
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics