09:20 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-29 14:14:05, 5139 ნახვა

კულტურა
ბერტა ფონ ზუტნერი - ავსტრიელი ნობელიანტი ქალი მშვიდობის დარგში - ცხოვრება საქართველოში

ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში საქართველოში ავსტრიის საელჩოსა და საქართველოს ეროვნული არქივის ორგანიზებით დღეს გამოფენა „ბერტა ფონ ზუტნერი – ავსტრიელი ნობელიანტი ქალი მშვიდობის დარგში – ცხოვრება საქართველოში" ავსტრიის ელჩმა საქართველოში არად ბენკომ და ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა გახსნეს. ღონისძიებას საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ სარჯველაძე ესწრებოდა.

ბერტა ფონ ზუტნერი ავსტრიელი ნოველისტი, სამშვიდობო მოძრაობის აქტივისტი და პირველი ქალბატონი გახლდათ, რომელმაც მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიიღო.  ბერტა ფონ ზუტნერი ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანთან მეგობრობდა. იგი  1876 წელს არტურ ფონ ზუტნერზე ვენაში საიდუმლო ქორწინების შემდეგ საქართველოში გამოემგზავრა. წყვილმა აქ 9 წელი დაჰყო. ისინი ზუგდიდსა და ქუთაისში, შემდეგ კი თბილისში ცხოვრობდნენ. ზუტნერები წერდნენ წიგნებს, ასწავლიდნენ უცხო ენებსა და მუსიკას.

ბერტა ფონ ზუტნერს განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა რომანმა „ძირს იარაღი", რომელიც 1889 წელს გამოიცა. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც ზუტნერმა 1905 წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიიღო.

გამოფენის მიზანია ბერტა ფონ ზუტნერის მოღვაწეობისა და საქართველოში მისი ცხოვრების პერიოდის გახსენება და ქართულ-ავსტრიული მეგობრული ურთიერთობების ხაზგასმა. აღსანიშნავია, რომ ავსტრია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ხდება, სწორედ ამ ფაქტს მიეძღვნა ექსპოზიცია.

გამოფენა ეროვნულ არქივში 8 ივლისამდე გაგრძელდება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნავთობის ფასები კვლავ ეცემა, - Reuters
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ლენინგრადის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონი „ფრონტის ხაზად“ იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics