15:48 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-27 10:30:24, 1066 ნახვა

სამხედრო
ქართულმა ასეულმა ცენტრალურ აფრიკაში სამშვიდობო მისია დაასრულა

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ნაკრებმა ასეულმა სამშვიდობო მისია დაასრულა.  ქართული ასეულის სამშობლოში გაცილების ცერემონიალი დედაქალაქ ბანგიში მდებარე ბაზა „უკატექსზე“ გაიმართა. 

ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, გოჩა რატიანი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე დაესწრნენ. ცერემონიალზე სიტყვით EUFOR-ის ძალების მეთაური, ბრიგადის გენერალი ჟან მარკ ბაკუე გამოვიდა.

სიტყვით გამოსვლისას, მან ქართველი სამხედრო მოსამსახურეების პროფესიონალიზმსა და პირად დისციპლინას უმაღლესი შეფასება მისცა. ფრანგმა გენერალმა საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

მან ოცეულის მეთაურს, ლეიტენანტ გიორგი სახოკიას, ასეულის მეთაურს, კაპიტან პაატა ფაცაციას და ქართული კონტინგენტის უფროს სამხედრო წარმომადგენელს, მაიორ ლაშა ჭანჭალეიშვილს ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისათვის EUFOR-ის მედლები პირადად გადასცა. 

ღონისძიების შემდეგ გოჩა რატიანი და პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე ბრიგადის გენერალ ჟან მარკ ბაკუეს შეხვდნენ. საუბრის მთავარი თემა თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივების განხილვა იყო.  
ქართულ ქვედანაყოფს ოპერაციის რაიონში უსაფრთხოების ზომების გატარება ევალებოდა.

ქართველი სამხედრო მოსამსახურეები ოპერაციის რაიონში ქვეით და მოტორიზირებულ პატრულირებას ახორციელებდნენ. ქართულმა კონტინგენტმა სამშვიდობო მისია წარმატებით დაასრულა და სამშობლოში უდანაკარგოდ დაბრუნდა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics