15:20 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-21 16:51:14, 3494 ნახვა

კულტურა
ნიუ-იორკის ჯაზ-ფესტივალში ქართველი ხელოვანი მიიღებს მონაწილეობას

ნიუ-იორკში,  The National Jazz Museum in Harlem-ში, მუზეუმის სამხატვრო ხელმძღვანელის, ჯონათან ბატისტას პირადი მოწვევით,  ნიუ-იორკში მცხოვრები  ქართველი ხელოვანი გიორგი მიქაძე ჯაზის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონცერტში მონაწილეობას მიიღებს. 

როგორც "ექსპრესნიუსს" კულტურის სამინისტროდან აცნობეს, რამდენიმე მუსიკალური პრემიის მფლობელი გიორგი მიქაძე, The National Jazz Museum in Harlem-ში  ჯაზის ახალგაზრდა თაობის წარმატებულ და ცნობილ 4 მუსიკოსთან ერთად, საღამოს განმავლობაში რამდენიმე კომპოზიციას შეასრულებს. 

ცნობისთვის, ჯაზის საერთაშორისო დღე 2011 წლის ნოემბერში  იუნესკოს გენერალური დირექტორის ირინა ბოკოვასა და იუნესკოს კეთილი ნების ელჩის მუსიკოსის ჰერბი ჰენკოკის ინიციატივით დაწესდა. ჯაზის დღეს მსოფლიოს რამდენიმე ათეული ქვეყანა აღნიშნავს, მათ შორის საქართველოც. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics