21:02 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-02 23:41:36, 16480 ნახვა

კომენტარი
იტალიელი სენატორი - BBC-ის სიუჟეტზე: იტალიის მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა დაიბაროს საქართველოს ელჩი

იტალიის მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა დაიბაროს საქართველოს ელჩი -წერს იტალიელი სენატორი, მარკო ლომბარდო სოციალურ ქსელში.

ქიმიური იარაღი საქართველოში? [იტალიის] მთავრობამ საქართველოს ელჩი უნდა დაიბაროს.

BBC-ის ჟურნალისტური გამოძიება ადასტურებს, რომ საქართველოში საპროტესტო აქციაზე გამოსული სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი იქნა გამოყენებული.

ერთ წელზე მეტია ვამბობთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოში დაამკვიდრა არალიბერალური რეჟიმი, რომელიც სისტემატურად იყენებს ძალადობასა და პატიმრობას ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების რეპრესიის ინსტრუმენტად.

ამ დარღვევებს ახლა მძიმე ბრალდება ემატება: ქიმიური იარაღის გამოყენება, რაც ადამიანის უფლებების დარღვევაა.

კიდევ რას უნდა ველოდოთ, რომ იტალიის მთავრობამ დაიკავოს პოზიცია მმართველი პარტიის წინააღმდეგ და დაიცვას ქართველი ხალხი?

იტალიის მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა დაიბაროს საქართველოს ელჩი და მოსთხოვოს, წარმოადგინოს ყოველგვარი საჭირო განმარტება საქართველოში ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის შესახებ არსებულ ვითარებაზე.

დღესდღეობით იყო ქართველი, ნიშნავს თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის ევროპული ღირებულებების დაცვას.

ჩვენ ვართ საქართველო. ჩვენ ვართ ევროპა. - წერს მარკო ლომბარდო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics