11:08 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-27 15:35:56, 724 ნახვა

ეკონომიკა
სითი მოლი 14 წლისაა - ისარგებლეთ პირველად საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით და მიიღეთ 30%-იანი ქეშბექი

საქართველოს ბანკის პარტნიორი კომპანია სითი მოლი 14 წლის ხდება. ამ დღესთან დაკავშირებით, ბანკმა ერთგულ მომხმარებლებს, ნაწილ-ნაწილ გადახდისას, სპეციალური შეთავაზება მოუმზადა.

შეთავაზების ფარგლებში, ის მომხმარებლები, რომლებიც პირველად ისარგებლებენ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით, სითი მოლში შოპინგისას 30%-იან ქეშბექს მიიღებენ (მაქსიმუმ 100 ₾).

აღნიშნული აქცია მხოლოდ 29 ოქტომბერს მოქმედებს და ვრცელდება როგორც სითი მოლი საბურთალოს, ასევე, სითი მოლი გლდანის ყველა პარტნიორ მაღაზიაში, სადაც ხელმისაწვდომია ნაწილ-ნაწილით გადახდა.

ინფორმაციისთვის, მომხმარებლებს ქეშბექის აქციით სარგებლობა მხოლოდ ერთხელ შეეძლებათ. თანხა კი, 3 სამუშაო დღეში ჩაერიცხებათ.

გარდა ამისა, საქართველოს ბანკმა მომხმარებლებს სხვა წამახალისებელი შეთავაზებებიც მოუმზადა. მათ შორის:

  • 30 ოქტომბერს - SOLO Mastercard World Eliteბარათით გადახდისას მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ დახარჯული თანხის 30% დაიბრუნონ;
  • ხოლო, 31 ოქტომბერს - PLUS ბარათით, მინ. 50 ლარის გადახდისას მომხმარებლები 5-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებენ (მაქსიმუმ 20 000 ქულა).

ინფორმაციისთვის, ნაწილ-ნაწილ საქართველოს ბანკის გადახდის ახალი მეთოდია, რომელიც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერი სასურველი ნივთი იყიდონ ან მიიღონ მომსახურება დღესვე. ღირებულება კი 4 თვეზე თანაბრად გადაანაწილონ ისე, რომ ნივთის ჯამური ფასი არ გაუძვირდეთ. (ეფექტური 0%). ამასთანავე, მომხმარებლებს შეუძლიათ თანხის ნაწილი გადაიხადონ, დარჩენილი კი მომდევნო თვეებზე გადაანაწილონ. ამრიგად, ნაწილ-ნაწილ გადაიხდით ზუსტად იმდენს, რასაც ერთიანად გადაიხდიდით.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics