15:25 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-14 12:02:46, 1115 ნახვა

Lifestyle
პეტრიაშვილი: ტერორი გრძელდება, „იუთუბის“ გათიშვა უშველის მაგას?

„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილის ინტერნეტში პირადი ცხოვრების ამსახველი მორიგი ვიდეოკადრების გავრცელებას ეხმაურება.

 „ეს გამავრცელებლები რომ მთელ მოსახლეობას ატერორებენ, გავიგეთ! საზოგადოება და განსაკუთრებით ჟურნალისტები რო მაგრა ვდგავართ, ესეც მაგარია, მაგრამ უკვე მიჩნდება ხელისუფლების სრული უსუსურობის მწვავე განცდა. აქ არაფერ შუაშია პოზიცია ოპოზიცია. ხელისუფლებას სამწუხაროდ არ შეუძლია. ჩართავდით ალბათ უცხოელებსაც, მაგრამ ფაქტია: ტერორი გრძელდება, კადრები ვრცელდება. „იუთუბის“ გათიშვა უშველის მაგას? მაშინ ინტერნეტი ჩავხსნათ და მივაწვეთ ჩრდ კორეას და რუსეთს. ეგ არაა გამოსავალი. მოვრჩეთ ხელის გაშვერას, ყველა დავსხდეთ და მოვიფიქროთ, როგორ წავაქციოთ ეს ბინძურები!“, - წერს ალექსი პეტრიაშვილი.

სოციალურ ქსელში  პირადი ცხოვრების ამსახველი მორიგი ვიდეოკადრები გავრცელდა. ამჯერად ვიდეოში ასახული პირების სახეები დაფარულია.

ვიდეოს განარტებაში ნათქვამია: „წადით პოლიტიკიდან და არ დაიდება კადრები თუ არადა და ელოდეთ შემდეგ სერიებს“.

ცნობისთვის, Youtube-ს შესახებ გავრცელებული ცნობა, რომ სპეციალურად დაიბლოკა „ექსპრესნიუსს“ კომპანია „კავკასუს ონლაინსა“ და „სილქნეტში“ არ დაუდასტურეს. კომპანიების ცხელ ხაზზე აცხადებენ, რომ ტექნიკური პრობლემაა და მალე გამოსწორდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics