ethicscharter@gmail.com

 

იმეილის სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ: " ტრენინგი - ვიზუალიზაციის ეთიკური დილემები"

 

საუკეთესო სურვილებით, 

 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია 

" />
15:48 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-30 17:19:04, 960 ნახვა

ეკონომიკა
კვირიკაშვილი ქადაგიძის განცხადებას გამოეხმაურა

„მონეტარული პოლიტიკა და ინფლაციის კონტროლი  არის  ეროვნული ბანკის ექსკლუზიური სფერო. რაც შეეხება საბიუჯეტო მხარეს, იანვარში გეგმა შესრულებულია მცირეოდენი გადაჭარბებითაც კი“,-ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძის განცხადებას.  

მისივე თქმით, ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი მთავრობისა და ეროვნული ბანკის მხრიდან  მკაცრი და კოორდინირებული კონტროლის ქვეშ არის.

„მთავრობა და ეროვნული ბანკი ერთობლივად ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საგარეო მოვლენების ზეგავლენა საქართველოს ეკონომიკაზე და ვალუტის კურსზე იყოს რაც შეიძლება მინიმალური. რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის პროგნოზს, ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ და, ფაქტობრივად, ონლაინ-რეჟიმში ვუყურებთ ყველა პარამეტრს. როგორც კი ამის საჭიროება იქნება, რა თქმა უნდა,  შეთანხმებულად მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას. დღესდღეობით რაიმე ზუსტი პროგნოზის გაკეთება ნაადრევია. ერთი უნდა ითქვას, რომ ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი მთავრობისა და ეროვნული ბანკის მხრიდან არის მკაცრი და კოორდინირებული კონტროლის ქვეშ‘’,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ცნობისთვის,  ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. რომ საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება იწყებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics