16:37 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-17 11:29:20, 1154 ნახვა

მსოფლიო
ლატვია საოკუპაციო ზოლთან სადემარკაციო ნიშნების აღმართვის გამო შეშფოთებას გამოთქვამს

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში საოკუპაციო ზოლთან სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს სადემარკაციო ნიშნების აღმართვის გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

სამინისტროს შეფასებით, ასეთი ნაბიჯები პროვოკაციულ ხასიათს ატარებს, ნეგატიური გავლენას აქვს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით, კონფლიქტის გადაწყვეტას უფრო რთულს ხდის, ასევე ხელს უშლის ადგილობრივებს თავისუფალ გადაადგილებაში.

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ ყველა მხარემ პროვოკაციული ქმედებებისგან თავი უნდა შეიკავოს და მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები.

ლატვია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მიიჩნევს, რომ კონფლიქტის გრძელვადიანი გადაჭრის მიზნით ჟენევის ფორმატი უნდა გაგრძელდეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics