15:58 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-21 10:41:31, 745 ნახვა

პოლიტიკა
მინდია ჯანელიძე ოფიციალური ვიზიტით ესპანეთის სამეფოში იმყოფება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე ოფიციალური ვიზიტით ესპანეთის სამეფოში იმყოფება. 

პედრო მორენეს ეულატემ ქართველ კოლეგას ესპანეთის თავდაცვის უწყებაში უმასპინძლა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის დასაწყისში მინდია ჯანელიძემ ესპანელ კოლეგას ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მან ესპანელი დამკვირვებლების ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში მონაწილეობის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.

უწყების ცნობით, პირისპირ შეხვედრაზე მინისტრებმა საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კიბერუსაფრთხოების, წვრთნისა და განათლების სფეროებზე. საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პედრო მორენეს ეულატეს ესპანელი სამხედრო მოსამსახურეებისთვის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში სამთო კურსების გავლა შესთავაზა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების პროცესსა და უელსში გამართულ ნატოს სამიტზე საქართველოსთვის არსებითი პაკეტის მინიჭების საკითხს. მინდია ჯანელიძემ არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში ესპანური მხარის ჩართვის იმედი გამოთქვა.

მხარეებმა ავღანეთში "მტკიცე მხარდაჭერისა" და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო მისიებში ქართული კონტინგენტის მონაწილეობაზეც იმსჯელეს.

თავდაცვის მინისტრმა პედრო მორენეს ეულატეს საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმებიც გააცნო. პირისპირ შეხვედრაზე მინისტრები უკრაინაში არსებულ ვითარებასა და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებსაც შეეხნენ.

ესპანეთის სამეფოში ვიზიტისას, დაგეგმილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის სტუმრობა ჯავშანსაწინააღმდეგო ბრიგადის ბაზაზე. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ესპანელი მხატვრის აუგუსტო ფერერ-დალმაუს ნახატების გამოფენასაც დაესწრება და ესპანელ მწერალს ლუკას მოლინას „გენერალ კვინიტაძის“ მედლით დააჯილდოვებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics