|
2016-12-08 13:07:53, 1283 ნახვა
რეგიონი
ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში მცხეთა-მთიანეთის რეგიონში 6 ახალი საწარმოა შექმნილი
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩხეიძემ მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორთან, გოჩა ზეიკიძესთან და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორთან, მარიანა მორგოშიასთან ერთად, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სასათბურე მეურნეობა შპს „მუხრანი აგრო“ დაათვალიერა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული მეურნეობა მცხეთის მუნიციპალიტეტში, „ერთიანი აგროპორექტის“ ფარგლებში, 2015 წლის მარტში შეიქმნა. „საწარმო, რომელშიც 15 ადამიანია დასაქმებული, წლიურად 40 ტონა პომიდორს აწარმოებს. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხდება. კომპანიის „მუხრანი აგრო“ საწარმოში ჯამურად 129,090 აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 99,175 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტი, ხოლო 29,915 აშშ დოლარი ბენეფიციარის ინვესტიციაა“, - აცხადებენ სამინისტროში. აღსანიშნავია, რომ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, 2013 წლიდან 6 ახალი საწარმო გაიხსნა (სრული ინვესტიცია - 2,589,644 აშშ დოლარი, შეღავათიანი აგროკრედიტი - 1,349,175 აშშ დოლარი, გრანტი - 592,000 აშშ დოლარი, საკუთარი წილი - 648,469 აშშ დოლარი). 2013 წლიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო სხვადასხვა პროექტს ახორციელებს. პროექტების ფარგლებში შეღავათიანი სესხები გაიცემა როგორც ახალი საწარმოების შექმნის, ასევე უკვე არსებულის გაფართოების მიზნით. ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში უკვე დაფინანსებულია 700-ზე მეტი მოქმედი და 154 ახალი საწარმო. სახელმწიფოს მხრიდან ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს ერთიან აგროპროექტს, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის დარგში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
(NS)
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)