14:04 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-09 17:49:39, 1574 ნახვა

მსოფლიო
Charlie Hebdo-ზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს, მოწამეობრივად სიკვდილი სურთ

ფრანგულ სატირულ ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს, რომლებმაც პარიზიდან 35 კილომეტრში მძევლად ერთი ადამიანი აიყვანეს, მოწამეობრივად სიკვდილი სურთ.

ამის შესახებ „Sky news” იუწყება.

სამართალდამცავებმა ტერორიზმში ეჭვმიტანილების მიერ დაკავებულ სტამბის შენობას ალყა შემოარტყეს. შენობასთან სროლის ხმა ისმის.

პოლიციას ახლომდებარე უბნებთან მისასვლელი გზები გადაკეტილი აქვს. მათ მაცხოვრებლებს სახლში დარჩენა ურჩიეს.

შეგახსენებთ, 7 იანვარს, სატირულ ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 12ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics