11:52 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-10 15:12:40, 659 ნახვა

სამხედრო
ვაზიანის აეროდრომზე ქართველი, ამერიკელი და ბრიტანელი სამხედროები სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ დასაწყებად ემზადებიან

ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე ქართველი, ამერიკელი და ბრიტანელი სამხედროები სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ დასაწყებად ემზადებიან.

როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, მომზადების პროცესში ჩართულია ქართულ-ამერიკულ წვრთნებში მონაწილე ამერიკული M1A 2 ტიპის ტანკები  „ABRAMS“ და ქვეითთა საბრძოლო მანქანები  „M2 BRADLEY“, ასევე , ქართულ შეიარაღებაში არსებული T-72 ტიპის ტანკები და ქვეითთა საბრძოლო მანქანები БМП-2. 

მათივე ინფორმაციით, ქართულ-ამერიკული სწავლების „ღირსეული პარტნიორის“ დაწყებისთვის მზადების პროცესს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრო.

როგორც გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ  აღნიშნა, სწავლების დაწყებისთვის მოწმდება ადგილმდებარეობა და სწავლების დაწყებისთვის მიმდინარეობს მზადება.

„მიმდინარეობს სწავლების დაწყებისთვის მზადება. მოწმდება ადგილმდებარეობა, ტექნიკის გამოყვანა, მონახაზების შემუშავება, თუ რა და როგორ უნდა გაკეთდეს. მიმდინარეობს ადგილმდებარეობის დამატებითი რეკოგნოსცირება. სწავლებაში მონაწილე ყველა მხარის დაინტერესება მაღალია, ენთუზიაზმი ძალიან მაღალია და იმედია, წარმატებით ჩაივლის ეს სწავლება“,- განაცხადა კაპანაძემ.

დღესვე სწავლებისთვის მოსამზადებელი ღონისძიებების ფარგლებში ამერიკელმა სამხედროებმა C-130 ტიპის სამხედრო თვითმფრინავიდან პარაშუტით დესანტის გადმოსხმის ოპერაციაც განახორციელეს. შემოწმდა სამხედროების აღჭურვილობა და მზადყოფნა.

ცნობისთვის, ქართულ-ამერიკული სწავლება, ოფიციალურად, 11 მაისს გაიხსნება და მასში 1300 სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. სწავლებაში აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის 650, 500 ქართველი და 150 ბრიტანელი სამხედრო ჩაერთვება.

ერთობლივი ქართულ-ამერიკული სწავლება მნიშვნელოვნად დაეხმარება საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და კონკრეტულად იმ ასეულს, რომელიც შეუერთდა ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებს. ასევე, გაზრდის ქვეყნის ტერიტორიული თავდაცვისუნარიანობას. სამხედრო სწავლება აძლიერებს საქართველოს და შეერთებული შტატების, საქართველოს და ბრიტანეთის, ასევე, ნატოს წევრი ქვეყნების თუ რეგიონული პარტნიორების ურთიერთთავსებადობას. ამ სწავლებით იზრდება საქართველოს თავდაცვისუნარიანობა, ძლიერდება რეგიონის უსაფრთხოება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics