03:44 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-07 18:04:02, 995 ნახვა

რეგიონი
წალკის აზერბაიჯანულენოვანი სკოლების მოსწავლეებს შორის „სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა“ ჩატარდა

საქართველოს აზერბაიჯანელ იურისტთა ასოციაციის ორგანიზებით და წალკის რაიონის სოფელ არ-სარვანის საჯარო სკოლის ხელშეწყობით, წალკის რაიონის აზერბაიჯანულენოვანი სკოლების მოსწავლეთა შორის „სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა“ ჩატარდა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებმა.

ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა სოფელ არ-სარვანის საჯარო სკოლის მოსწავლე რამაზან უზუნალოვი. მე-2 ადგილზე გავიდა სოფ. თეჯისის საჯარო სკოლის მოსწავლე რუსლან მუსტაფაევი. ოლიმპიადის 5 საუკეთესო მონაწილეს გადაეცა საქართველოს აზერბაიჯანელ იურისტთა ასოციაციის სერტიფიკატი.

„საქართველოს აზერბაიჯანელ იურისტთა ასოციაციის ერთ-ერთი მიზანი სამოქალაქო და იურიდიული განათლების მიღების ხელშეწყობაა. სწორედ ამ მიზნის განხორციელების ფარგლებში საქართველოს აზერბაიჯანულენოვან სკოლებში ვატარებთ „სამოქალაქო განათლების ოლიმპიადას“. ამგვარი ღონისძიებები ეხმარება მოსწავლეებს უფრო კარგად იცოდნენ თავიანთი უფლებები და ჩვენი ქვეყნის სრულყოფილ მოქალაქეებად იგრძნონ თავი. ამას გარდა, ეს ოლიმპიადა მოსწავლეებში სწავლის მოტივაციას ზრდის. ეს ღონისძიება უკვე ჩავატარეთ როგორც თბილისში, ასევე დმანისსა და საგარეჯოში. ვგეგმავთ ყველა აზერბაიჯანულენოვან რაიონში ჩავატაროთ „სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა“ ეს გარკვეულწილად არის შესარჩევი ეტაპი, ვინაიდან ბოლოს გამარჯვებულებს შევახვედრებთ და გამოვავლენთ საუკეთესოებს“, - აცხადებს ასოციაციის თავმჯდომარე ალი ბადიროვი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics