11:52 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-05 13:23:04, 619 ნახვა

სამხედრო
დიპლომატები "საქართველო-4"-ის მიმდინარეობას გაეცნენ

სოფელ სკრაში ნატოს "პარტნიორობა მშვიდობისათვის" სატრასტო ფონდის პროექტ "საქართველო-4"-ის მიმდინარეობას ჩეხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ტომაშ პერნიცკი და ლიტვის საგანგებო და სრულუფლებანი ელჩის მოადგილე იურატე რამოსკიენე გაეცნენ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სტუმრებს ნატოს უზრუნველყოფის და შესყიდვების სააგენტოს (NSPA) პროექტის მენეჯერმა გვანცა კვინიკაძემ, ასევე, შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბრიგადის ფეთქებადი საბრძოლო მასალების განადგურების (EOD) ასეულის და

სამხედრო-სამეცნიერო ცენტრ "დელტას" წარმომადგენლებმა უმასპინძლეს.

მათივე ცნობით, ჩეხეთი და ლიტვა ნატოს პროექტ "საქართველო-4"-ის წამყვანი ქვეყნები არიან. პროექტი, რომელიც 2014 წლის ივნისში დაიწყო, 2008 წლის ომის დროს სკრაში მდებარე შეიარაღების აფეთქებული საცავის მიმდებარე ტერიტორიის ფეთქებადსაშიში ნარჩენებისგან გაწმენდას, ასევე საინჟინრო ბრიგადის EOD ასეულისთვის წვრთნების ჩატარებას და აღჭურვილობის მიწოდებას ითვალისწინებს. სკრაში გაწმენდით სამუშაოებს ასეულის 19 სამხედრო მოსამსახურე ასრულებს.

ცნობისთვის, დღეისთვის გაწმენდილია 25 000 კუბურ მეტრზე მეტი დაბინძურებული მიწა, აღმოჩენილი და განადგურებულია რამდენიმე ასეული აუფეთქებელი საბრძოლო მასალა.

სტუმრებმა მიღწეული შედეგი დადებითად შეაფასეს. მათ ხაზგასმით აღნიშნეს პროექტში ჩართულ ქართველ სამხედრო მოსამსახურეთა პროფესიონალიზმი და პროექტის მნიშვნელობა ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

პროექტის ბიუჯეტი 1,3 მილიონ ევროს შეადგენს და მასში, წამყვანი ქვეყნების გარდა, წვლილი აშშ-მა, აზერბაიჯანმა, ბულგარეთმა, დანიამ, გერმანიამ, ირლანდიამ, იაპონიამ, ლუქსემბურგმა, ესპანეთმა, შვედეთმა და თურქეთმაც შეიტანეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics