23:48 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-29 13:20:12, 903 ნახვა

საზოგადოება
არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილის ზნეობის კომისიას არც იგი და არც მედია ესწრება

ბეთლემის წმინდა მაცხოვრის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე დღეს 14:00 საათზე საპატრიარქოში მივა, თუმცა, როგორც სასულიერო პირი  ამბობს,  ზნეობის კომისიაზე დასწრებას, ჟურნალისტების გარეშე არ აპირებს.

მე დღეს მსჯის რუსეთის ეკლესია და ბიძინა ივანიშვილი. ეს არის მათი დავალება, რომელიც უნდა შეასრულოს მეუფე შიომ, მთელი ჩემი ქადაგება არის, რომ გამოვაჩინო საქართველოს მტერი. საქართველოს მტერი არის რუსეთი და "ოცნება".  მზად ვარ და მეც ხელს შევუწყობ მაგაში, რომ თვითონაც გამოაჩინონ ვინ არიან და რატომ მსჯიან, იმიტომ, რომ მე მართლმადიდებლური სწავლებით საერთოდ არ მეკუთვნის სასჯელი. ჩემი დაბარება არის პირდაპირ სატელევიზიო საჯარო გამოსვლებზე, ამიტომ იქ აუცილებლად უნდა იყვნენ ჟურნალისტები. მე მივდივარ 2 საათზე და შევდივარ მხოლოდ თქვენთან, ჟურნალისტებთან ერთად"- ამბობს არქიმანდრიტი. 

საპატრიარქოში კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ ეპარქიული კომისიის სხდომას, სადაც არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილია დაბარებული, მედია არ დაესწრება.

„თუ მედიის დასწრებას გულისხმობთ კომისიაზე, ეს არ განიხილება, გუშინ ამის შესახებ განცხადებაც გავავრცელეთ,“- აღნიშნა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics