09:14 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-21 19:05:52, 1203 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის და მუქარის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის და მუქარის, ასევე საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოშეძენა, შენახვის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ 19 აგვისტოს, სამტრედიაში, ურთიერთშელაპარაკებისას წარმოქმნილი კონფლიქტის ნიადაგზე, ბრალდებულმა დაზარალებულს დანით სიცოცხლისთვის სახიფათო ჭრილობები მიაყენა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა ყოფილ მეუღლეს არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 20 აგვისტოს დააკავეს. მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია საბრძოლო ვაზნები.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება), 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ), 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ) და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარედგინა.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნავთობის ფასები კვლავ ეცემა, - Reuters
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ლენინგრადის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონი „ფრონტის ხაზად“ იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics