19:21 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-31 11:10:35, 1367 ნახვა

ომი უკრაინაში
სიბიგა - უკრაინა არ დათანხმდება რუსეთის არც ერთს მოთხოვნას, რომელიც მას დაასუსტებს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ თქვა, რომ უკრაინა ითხოვს მყარ და გრძელვადიან უსაფრთხოების გარანტიებს და არ მიიღებს არც ერთ მოთხოვნას, რომელიც ქვეყანას სუსტსა და დაუცველს დატოვებს.

როგორც მინისტრი აღნიშნავს, რუსული მოთხოვნები და ულტიმატუმები მრავალი წლის განმავლობაში უცვლელი რჩება. კერძოდ, რუსეთის ცდილობს შეზღუდოს უკრაინული ჯარი, თავდაცვისუნარიანობა, სამხედრო დახმარება პარტნიორებისგან და დაბლოკოს უკრაინის NATO-ში შესვლა.

"ყველა ამ მოთხოვნას აქვს საერთო მახასიათებელი აქვს, მოსკოვს სურს მიიღოს სუსტი, დაუცველი უკრაინა. ეს არ არის საუბარი NATO-სა და "უსაფრთხოების საკითხების" შესახებ. საუბარია რუსეთის შესაძლებლობაზე გაანადგუროს უკრაინის სახელმწიფო, დაიპყროს მისი ტერიტორიები, სასარგებლო წიაღისეული". – თქვა მინისტრმა.

სიბიგამ აღნიშნა, რომ მოსკოვის რიტორიკა 2022 წლის დონეს დაუბრუნდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ადამიანის უფლებათა კომისარს მოუწოდეს გამოიძიოს ივანიშვილის რეჟიმის პრაქტიკა, გააშიშვლონ პატიმარი ქალები
მსჯავრში მყოფი, აქციაში მონაწილე რუსეთის მოქალაქეები კარტის თამაშის გამო 5000-5000 ლარით დააჯარიმეს
რეჟიმმა ჯარის მოწამვლის საქმეში ბრალდებული „ბატონოსა“ და „კულას“ მფლობელი გაათავისუფლა
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics