02:13 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-11 12:13:11, 1016 ნახვა

მსოფლიო
უკრაინაში არსებულ ვითარებაზე ოთხმხრივი მოლაპარაკება მინსკში დღეს გაიმართება

უკრაინაში არსებულ ვითარების დეესკალაციის თაობაზე,  მინსკში  გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელის, საფრანგეთის პრეზიდენტი  ფრანსუა ოლანდის, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოს და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის ოთხმხრივი მოლაპარაკება დღეს გაიმართება.
„ბი ბი სის“ ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება მხარეებმა 8 თებერვალს  ოთხმხრივი  სატელეფონო საუბრის შემდეგ მიიღეს.
რაც შეეხება სატელეფონო მოლაპარაკებებს, უცხოურ მედიასთან კომენტარი გერმანიის კანცლერის პრეს-მდივანმა შტეფან ზაიბერტმა გააკეთა.
მისი თქმით,სატელეფონო მოლაპარაკებებისას, ოთხი ქვეყნის ლიდერებმა უკრაინაში არსებული ვითარების დეესკალაციისათვის განსახორციელებელი ღონისძიებები განიხილეს.
შეგახსენებთ, რომ 8 თებერვალს  გერმანიის,  საფრანგეთის, უკრაინის, და რუსეთის ლიდერების ოთხმხრივი სატელეფონო საუბარი შედგა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics