|
2022-09-15 10:35:52, 2141 ნახვა
კომენტარი
„გთხოვთ, განადგურებული ხუთი შვილის დედა, ნუ გამომიყვანთ ამპლუიდან“ - კვარაცხელიას დედა პრემიერს მიმართავს
კიდევ ერთხელ გთხოვთ, ნუ გამომიყვანთ დედის ამპლუიდან, არ მაქვს ამის სურვილი, მეც თქვენსავით მცირეწლოვანი შვილები მყავს აღსაზრდელი, მომეცით შვილის გლოვის საშუალება - ნიკო კვარაცხელიას დედა საქართველოს პრემიერ-მინისტრს წერილით მიმართავს. როგორ იზა ომაძე წერს, არსებობს უამრავი ოპერატიული მასალა, მოწმეთა და თანამზრახველთა ჩვენება, მაგრამ დღემდე საქმეს არ მიეცა სწორი მიმართულება. "არსებობს უამრავი ოპერატიული მასალა, მოწმეთა და თანამზრახველთა ჩვენება, მაგრამ დღემდე საქმეს არ მიეცა სწორი მიმართულება, სამწუხაროდ მკვლელობიდან თითქმის ექვსი-რვა თვის მერე დაიკითხნენ ის პირები, რომელთა სახელები უშუალოდ ფიგურირებს საქმეში! ბატონო პრემიერო, გთხოვთ განადგურებული ხუთი შვილის დედა, ნუ გამომიყვანთ დედის ამპლუიდან, და მოუწოდეთ შესაბამის სტრუქტურებს, წლის თავზე მაინც დაერქვას ყველაფერს და ყველას თავის სახელი, მე, ნიკო კვარაცხელიას დედა, აუცილებლად ნიკოს სახელით გავაკეთებ ყველაფერს, რომ სხვისი შვილები არ აღმოჩნდნენ ჩემი ნიკოს დღეში, მკვლელები, დამკვეთები და თანამზრახველები არიან ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის საშიშნი, საშიში თქვენი, ჩვენი შვილებისთვის, მათი მომავლისთვის, ციხის კედლები კი, არის მათთვის გადარჩენის გზა, იქ უკეთ დაფიქრდებიან საკუთარ გაყიდულ სულზე! ნიკოს ოჯახი ერთი წლის განმავლობაში მოვუწოდებდით სინანულისკენ მკვლელებსაც, დამკვეთსაც და თანამონაწილესაც, საწყევარი და საძრახისი სიტყვაც არ დაგვცდენია და არც ახლა ვაპირებთ, მაგრამ თუ სამართალი ვერ ვპოვე, ნიკოს სახელით ყველა ახალგაზრდას ვთხოვ გაერთიანებას, ვისთვისაც ეს ქვეყანა ძვირფასია, ვისაც აღელვებს მისი მომავალი და სამართალს მაინც ვიპოვი! კიდევ ერთხელ გთხოვთ ბატონო პრემიერო, ნუ გამომიყვანთ დედის ამპლუიდან, არ მაქვს ამის სურვილი, მეც თქვენსავით მცირეწლოვანი შვილები მყავს აღსაზრდელი, მომეცით შვილის გლოვის საშუალება" - წერს იზა ომაძე. შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 15 სექტემბერს თბილისში, არაყიშვილის ქუჩაზე ნიკო კვარაცხელიას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად, კვარაცხელია საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)