11:12 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-22 23:31:41, 836 ნახვა

კომენტარი
ვახტანგ გომელაური - ასობით ვიდეოფაილის გადამოწმება მოუხდათ ჩვენს გამომძიებლებს და დღესაც მუშაობენ ამ მიმართულებით

„ასობით ვიდეოფაილის გადამოწმება მოუხდათ ჩვენს გამომძიებლებს და დღესაც მუშაობენ ამ მიმართულებით“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ რამდენიმე ჟურნალისტი გამოკითხვაზე არ გამოცხადდა და მათ თხოვნით მიმართა, რომ ითანამშრომლონ გამოძიებასთან. ვახტანგ გომელაურის თქმით, უკვე დაკავებულია 27 პირი და სამართალდამცველები ამ მიმართულებით აგრძელებენ მუშაობას.

„ფარდობითობით არ უნდა შევხედოთ ამ თემას. 27 პირი დაკავებულია, თუმცა პირველად ერთი პირი იყო დაკავებული, დღეს უკვე 27 პირია დაკავებული, ხვალ რამდენი იქნება ამას ვერ ვიტყვი ზუსტად, ვმუშაობთ ამაზე. თუმცა მე მინდა ხაზი გავუსვა, აქ არიან პიროვნებები, რომლებიც, მაგალითად, ერთი ადამიანი 4 ეპიზოდში მონაწილეობდა, მეორე - 3 ეპიზოდში. ანუ, ის რომ ამოვწურეთ თემა მე მაგას არ ვამბობ. ჩვენ ვმუშაობთ და ძალიან გვიჭირს, რამდენიმე ჟურნალისტი არ მობრძანდა გამოკითხვაზე, რომ მოეწოდებინა ინფორმაცია და თქვენი ეთერიდან ვთხოვდი, იქნებ მობრძანდნენ და მოგვცენ ჩვენებები, თუ აქვთ კიდევ ვიდეოფაილები. ასობით ვიდეოფაილის გადამოწმება მოუხდათ ჩვენს გამომძიებლებს და დღესაც მუშაობენ ამ მიმართულებით და თუ აქვთ რაიმე ახალი თემები, იქნებ მოგვაწოდონ, ძალიან კარგი იქნება“, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პენტაგონი ჰეგსეთის „ლოცვის“ „Pulp Fiction“-დან რომელიც ბიბლიაში არ არსებობს ახსნა შეეცადა
აშშ-მ რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციები კიდევ ერთი თვით შეამსუბუქა, მიუხედავად იმისა, რომ თქვა სანქციებს არ შეამსუბუქებდა
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics