10:52 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-05 15:00:09, 748 ნახვა

კომენტარი
კარლ ჰარცელი ნინოწმინდის პანსიონზე - მნიშვნელოვანია, ამ სამწუხარო ამბავს ყურადღება მიექცეს

ყველა ბავშვს აქვს უფლება, არ იყოს სასტიკი მოპყრობის და ძალადობის მსხვერპლი, სახელმწიფოს როლია, დაიცვას ეს გარანტია, - ასე ეხმაურება ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ნინოწმინდის ბავშვთა სახლში განვითარებულ პროცესებს.

მისი თქმით, სახალხო დამცველს ნინოწმინდის პანსიონში მონიტორინგის შესაძლებლობა უნდა მიეცეს. რადგან ეს მისი ფუნდამენტური უფლებაა.

„რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ამ სამწუხარო ამბავს ყურადღება მიექცეს. ყველა ბავშვს აქვს უფლება, არ იყოს სასტიკი მოპყრობის და ძალადობის მსხვერპლი. სახელმწიფოს როლია, დაიცვას ეს გარანტია. ამას უნდა ელოდებოდეს ყველა ამ საქმესთან დაკავშირებითაც. მინდა ხაზი გავუსვა, რომ მნიშვნელოვანია, ბავშვების კეთილდღეობის საკითხი მუდმივი ყურადღების ქვეშ დარჩეს. დეინსტიტუციონალიზაცია ხანგრძლივი სამიზნე იყო. ჩვენ ვმუშაობდით მთავრობასთან და იუნისეფთან ერთად 2005 წლის შემდეგ. ახლანდელი სიტუაცია გვაძლევს შესაძლებლობას, ვიფიქროთ, არის თუ არა დრო, რომ გადაიდგას დამატებითი ნაბიჯები ამ მიმართულებით. აბსოლუტურად ფუნდამენტურია, რომ სახალხო დამცველს ჰქონდეს საშუალება, განახორციელოს კონსტიტუციური უფლება და მონიტორინგი აწარმოოს“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი ორბანის არჩევნებში დამარცხებაზე: სიძულვილით გამარჯვება შეუძლებელია
ირანმა აშშ დაადანაშაულა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში და უარი თქვა მოლაპარაკებების ახალ რაუნდზე
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics