14:57 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-29 11:35:52, 579 ნახვა

პოლიტიკა
ვერშბოუ: საქართველო ნატო-ს შესანიშნავი პარტნიორია

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს ალექსანდრ ვერშბოუს შეხვდა.

შეხვედრა მთავრობის  ადმინისტრაციაში გაიმართა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე ალექსანდრ ვერშბოუმ განაცხადა, საქართველო ნატო-ს შესანიშნავი პარტნიორია.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვიმყოფები. ნამდვილად კარგი დასაწყისია შეხვედრების. საქართველო ნატო-ს შესანიშნავი პარტნიორია და ეს ნათელია. ჩვენ შეხვედრაზე ბევრი საკითხი განვიხილეთ, მათ შორის რეგიონში არსებული ვითარება“, - განაცხადა ვერშბოუმ.

„ძალიან პროდუქტიული და მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან. ჩვენ არსებითი ღონისძიების პაკეტის, ანუ იმპლემენტაციის მიმდინარეობის საკითხი განვიხილეთ. აღნიშნული საკითხი ასევე განხილული იქნება თავდაცვის მინისტრთან. ეს საკითხი 5 თებერვლას, ბრიუსელში, თავდაცვის მინისტრიალზეც იქნება განხილული. ჩვენ შევეხეთ იმ გამოწვევებს, რომელიც გააჩნია საქართველოს. საქართველოს ნატო-ს სრული მხარდაჭერა აქვს. შეხვედრაზე ასევე უკრაინაში არსებულ ვითარებასაც შევეხეთ“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics