15:09 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-16 09:42:08, 1210 ნახვა

რეგიონი
ფოთში სარკინიგზო ავარიის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

ფოთის რკინიგზის სადგურში გუშინ საღამოს სამგზავრო მატარებელს თბომავალი შეეჯახა.

შეჯახების შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სხეულის მსუბუქი დაზიანებით ფოთის საავადმყოფოში გადაიყვანეს და მალევე გაწერეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზაზე ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა "საქართველოს რკინიგზამ".

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სამგზავრო მატარებლისა და თბომავალის შეჯახება კერძო კომპანიის წარმომადგენლების მიერ მოძრაობის წესების დარღვევას უკავშირდება

„ფოთის სადგურში გაჩერებული ელექტრო სექცია კერძო ოპერატორის კუთვნილმა თბომავალმა დააზიანა.  კერძო კომპანიის წარმომადგენლებმა დაარღვიეს მოძრაობის წესები, რასაც მოჰყვა აღნიშნული შემთხვევა. მომხდარის შედეგად მცირედით დაზიანდა მოძრავი შემადგენლობა, საქართველოს რკინიგზის შესაბამისი სამსახურები აწარმოებენ მომხდარი ფაქტის შესწავლას“, - ნათქვამია საქართველოს რკნიგზის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics