14:19 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-28 13:42:45, 581 ნახვა

საზოგადოება
ერეკლე II-ის სტამბის ისტორია ეროვნული არქივის კვირის დოკუმენტში

ეროვნული არქივის მიმდინარე კვირის დოკუმენტია მუშრიბ დავით ყორღანაშვილის 1803 წლის 12 აპრილის წერილი თავად ციციანოვისადმი ერეკლე II-ის მიერ თბილისში სტამბის დაარსების, მისი ფუნქციონირების, რამდენიმე გზის აღდგენის, საბოლოოდ დაშლის შესახებ.
ერეკლე II-ის სტამბა თბილისში 1749 წელს დაარსდა და 1802 წლამდე არსებობდა; 1784 წლიდან სტამბას სათავეში ერეკლე II-ის კარის მოძღვარი მარტყოფელი მღვდელი ქრისტეფორე კეჟერაშვილი ჩაუდგა. 1781-82 წლებში სტამბას რეკონსტრუქცია ჩაუტარდა.
„მეფემ ირაკლიმ ტფილისში სტამბის კარგათ გამართვა და მუშაობა რომ მოინდომა, თეთრი და კაცი გაგზავნა და სტანბოლიდამ სტამბის ოსტატი მოაყვანინა. ზოგი იარაღი და ნივთები თან მოიტანა და ფასი მეფეს გამოართვა. რაც იარაღები და ან ნივთები უნდოდა და ან სახლები, ფიცრები, ტყავი თუ ქაღალდი, მეფემ თავის ხარჯით გაუკეთებინა. ამას გარდა, ზოგიერთი სტამბის იარაღი ძველთას მეფის ვახტანგის დროსი და ზოგი კიდევ მეფის თეიმურაზის და მეფის ირაკლის დროს პირველ წელიწადებში ნამუშავრებისა იყო დარჩომილი, ისინიც მოვიტანეთ და იმხანად სტამბას მართვა დაუწყევით...“
„კვირის დოკუმენტი“ ეროვნული არქივის პროექტია, რაც მიზნად ისახავს არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.  სხვა კვირის დოკუმენტები იხილეთ ბმულზე: http://archives.gov.ge/ge/kviris-dokumenti





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics