2020-04-30 14:49:14, 10239 ნახვა
ომი უკრაინაში
ეკატერინე ტიკარაძე - კოვიდინფიცირებული პაციენტების ზრდა კონტროლირებადია, მაგრამ ეს არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას
კოვიდინფიცირებული პაციენტების ზრდა კონტროლირებადია, მაგრამ ეს არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, რეკომენდაციისა და მოთხოვნის სახით კვლავ რჩება სოციალური დისტანცირება.
„რეკომენდაციის ისევე, როგორც მეტად ვიტყოდი მოთხოვნის სახით კვლავ რჩება სოციალური დისტანციის მკაცრი დაცვა, დღეის მონაცემებით ჩვენ გვაქვს კონტროლირებადი ზრდა პაციენტების, მაგრამ ეს ისევე, როგორც საქართველოს არ აძლევს სხვა ქვეყნებსაც მოდუნების საშუელებას, ვინაიდან კოვიდინფექციის გავრცელების რისკები კვლავ ძალაში რჩება, ჩვენმა მოქალაქეებმა აუცილებლად უნდა დაიცვან ყველა ის მოთხოვნა, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან არის დადგენილი”, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან