2020-04-27 11:10:24, 7321 ნახვა
ომი უკრაინაში
რეგიონი და კოვიდ19-ის გავრცელების სტატისტიკა
რეგიონში კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით ყველაზე მეტი შემთხვევა თურქეთში დაფიქსირდა. აქ ინფიცირებულთა რაოდენობამ 110 130 შეადგინა.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას, მან 29 140-ს მიაღწია, ხოლო გარდაიცვალა 2 805 პაციენტი.
კოვიდ19-ის გავრცელების მაჩვენებელი მაღალია რუსეთშიც, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობა 80 949-ს შეადგენს. აქედან გარდაიცვალა 747 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 6 767 ინფიცირებული.
1 746-ს შეადგენს სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა. აღსანიშნავია ისიც, რომ დღემდე სომხეთში კოვიდ19-ით გარდაიცვალა 28 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 833 ინფიცირებული.
აზერბაიჯანში კოვიდ19-ით ინფიცირებულია 1 645 ადამიანი, გარდაიცვალა - 21 პაციენტი, ხოლო კოვიდ19 დაამარცხა 1 139 ინფიცირებულმა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან