2020-04-26 12:16:48, 8381 ნახვა
ომი უკრაინაში
ლევან რატიანი - კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტი 83 წლის მამაკაცი იყო, ქრონიკული პათოლოგიებით
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი მეექვსე პაციენტი 83 წლის მამაკაცი იყო, რომელსაც ქრონიკული პათოლოგიები ჰქონდა.
მისი თქმით, ანამნეზში იყო გულის უკმარისობა და მოციმციმე არითმია.
„სამწუხაროდ,ბატონი, რომელიც იყო ტერმინალურ მდგომარეობაში დღეს დაუფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი. ასაკით ბატონი გახლდათ 83 წლის, ქრონიკული პათოლოგიებით, ანამნეზში იყო გულის უკმარისობა, მოციმციმე არითმია. ყველა სარქვლის ნაკლოვანებით იყო აღნიშნული პაციენტი, რაც გამოიხატა ჩატარებული ექოსკოპიური კვლევით. მიუხედავად ჩატარებული ღონისძიებებისა დღეს დილით დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“, - განაცხადა ლევან რატიანმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,