2015-08-10 13:53:33, 745 ნახვა
სამართალი
სასამართლომ "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ ქიბარ ხალვაშის სარჩელი წარმოებაში მიიღო
თბილისის საქალაქო სასამართლომ "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ ქიბარ ხალვაშის სარჩელი წარმოებაში მიიღო.
ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" საქალაქო სასამართლოში განუცხადეს.
ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება მოსამზადებელი სხდომა.
შეგახსენებთ, ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა "რუსთავი 2"-ის წილის დასაბრუნებლად სასამართლოში სარჩელი რამდენიმე დღის წინ შეიტანა.
საქალაქო სასამართლოს 5 აგვისტოს გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2“–ის ქონება სრულად დააყადაღებულია. თუმცა, არ დააკმაყოფილდა მოსარჩელეთა მოთხოვნა რუსთავი 2-ის ლოგოს გამოყენების აკრძალვის შესახებ. ასევე სასამართლომ არ განიხილა არხის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების საკითხი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან