15:41 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-02 13:28:41, 18260 ნახვა

სპორტი
ქართველმა კარატისტებმა ევროპის ახალგაზრდულ პირველობაზე ვერცხლისა და ოქროს მედლები მოიპოვეს

პრაღაში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ პირველობაზე, 21 წლამდე ახალგაზრდებს შორის კონტაქტურ კარატეში ქართველმა სპორტსმენებმა ვასილ ლომსაძემ და ოთარ ესიტაშვილმა ვერცხლისა და ოქროს მედლები მოიპოვეს.

ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

მისი ინფორმაციით, 2019 წლის ახალგაზრდულ ევროპირველობაზე 15 ქართველ სპორტსმენს ჯამში 4-ოქროს და 1-ვერცხლის მედალი აქვს მოპოვებული.

„ქართველთა ტრიუმფი! პრაღაში მიმდინარე ევროპის ალგაზრდულ პირველობაზე, კონტაქტურ კარატეში, დღეს U21 წლამდელ ახალგაზრდებს შორის, -70კგ. ვასილ ლომსაძემ-ვერცხლი და -85კგ. ოთარ ესიტაშვილმა-ოქრო მოიპოვა. 2019 წლის ახალგაზრდულ ევროპირველობაზე 15 ქართველი სპორტსმენიდან, ჭაბუკებსა და ახალგაზრდებში ჯამში 4-ოქრო და 1-ვერცხლი მოვიპოვეთ, რაც აქამდე უპრეცენდენტო შედეგია. პრაღის თავზე ქართული დროშა ფრიალებს!!!!“, - წერს ირაკლი დოლაბერიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics