15:37 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-21 11:10:30, 596 ნახვა

საზოგადოება
თბილისის შემოგარენში სამშენებლო ნარჩენების პოლიგონი მოეწყობა

„თბილისის შემოგარენში სამშენებლო ნარჩენების პოლიგონი მოეწყობა“, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

ნარმანიას თქმით, სამშენებლო ნარჩენებთან დაკავშირებით დედაქალაქში ქაოსია გამოწვეული.

„ჩვენ დღეს შესაბამის ტერიტორიას გამოვყოფთ თბილისის შემოგარენში, რომელიც მოეწყობა სამშენებლო ნარჩენებისთვის და ვაფრთხილებ ყველა კომპანიას ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, რომელსაც სამშენებლო ნარჩენები გააქვს და რომელიც ყრია ნებისმიერ სხვა ადგილზე, ერთის მხრივ მათ უნდა ეშინოდეს იმ ჯარიმების, რომელიც გამკაცრებულია და ადმინისტრირებაც მოწესრიგებულია და მეორეს მხრივ, უნდა მიმართონ მყარი ნარჩენების შპს „თბილსერვისს“ კომპანიას, რათა „თილსერვისმა“ მიუთითოს მათ აწ უკვე გამოყოფილის ადგილის შესახებ და იმ ადგილას უნდა განთავსდეს სამშენებლო ნარჩენები, ვიდრე უფრო ცივილური ფორმით სამშენებლო ნარჩენების გადამუშავებაზე იქნება გადაწყვეტილება მიღებული დაინტერესებულ ინვესტორთან ერთად“, - განაცხადა ნარმანიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics