|
2015-04-02 16:05:15, 432 ნახვა
საზოგადოება
320 დევნილი ოჯახი ახალი სახლის მფლობელი გახდა
ზუგდიდში, 10 ახალაშენებულ კორპუსში, 320 დევნილი ოჯახი ბინის მესაკუთრე გახდა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, კორპუსების აშენების შედეგად, ზუგდიდში, 8 ნგრევადი ობიექტი დაიხურება, რომლებიც შენობის მძიმე მდგომარეობის გამო, საფრთხეს უქმნიდა იქ მცხოვრები 104 დევნილი ოჯახის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. 22 წლის განმავლობაში, მძიმე საცხოვრებელი პირობებში მყოფი დევნილები, ახალ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სახლებში იცხოვრებენ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, მინისტრის მოადგილეები შოთა რეხვიაშვილი და მამუკა ცოტნიაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია და ზუგდიდის გამგებელი ედიშერ თოლორაია ეგრეთ წოდებულ „სამზარეულოსა“ და „გარაჟის“ ჩასახლებაში მცხოვრებ 14 დევნილ ოჯახს შეხვდნენ, რომლებიც, დღეს, ნგრევადი ობიექტებიდან ახალ ბინებში გადავიდნენ. „ნგრევად ობიექტებში მცხოვრები დევნილი ოჯახების უმეტესობა სოციალურად დაუცველია, ამიტომ მათი ნივთების ტრასპორტირებას სამინისტრო და ადგილობრივი მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფენ. გუშინ, ახალ კორპუსებში „აბასთუმნის“ ჩასახლებიდან 17 ოჯახი იქნა გადაყვანილი. დევნილი ოჯახების შესახლება ეტაპობრივად მოხდება. ზუგდიდში, ლაღიძის ქუჩაზე კორპუსების მშენებლობა, გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (KFW) დაფინანსებით, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. კრიტერიუმების შესაბამისად ბინების განაწილების პროცესის ღიად და გამჭირვალედ წარმართვის მიზნით დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მუშაობაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი სახალხო დამცველის აპრატის, ადგილობრივი და საერთაშორისო სექტორის წარმომადგენლები. 320 ბინიდან 40 - ერთოთახიანი, 160- ოროთახიანი, 120 - სამოთახიანი. საცხოვრებელი კორპუსები და გარე ინფრასტრუქტურაც სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ყველა საცხოვრებელ ბინას ინდივიდუალური სააბაზანო და სველი წერტილი აქვს. სამზარეულოში დამონტაჟდა წყლისა და გაზის გამათბობლები. ეზოში მოეწყო პარკინგი და სათამაშო ატრაქციონები. დამონტაჟდა გარე განათება, დეკორატიული სანათები და სანაგვე ურნები“,-ნათქვამია უწყების განცხადებაში.
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)