00:49 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-01 18:23:41, 3131 ნახვა

მსოფლიო სხვადასხვა
Ipsos & Reuters: ამერიკელების 49% ტრამპის განკარგულებას საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების თაობაზე მხარს უჭერს

საერთაშორისო სოციოლოგიური ცენტრის Ipsos-ისა და საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის მიერ ჩატარებული ერთობლივი გამოკითხვის თანახმად, ამერიკელების 49% პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განკარგულებას აშშ-ში საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების თაობაზე მხარს უჭერს.

ამასთან, გამოკითხული მოსახლეობის 41% ამავე საკითხზე, პრეზიდენტის განკარგულებასთან დაკავშირებით საპირისპირო აზრი აქვს, ხოლო 10%-ს კითხვაზე პასუხის გაცემა გაუჭირდა. 

კვლევის თანახმად, დემოკრატების 53% დონალდ ტრამპის განკარგულებას საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების თაობაზე, კატეგორიულად არ ეთანხმება, ხოლო რესპუბლიკელების 51%, პირიქით, მხარს უჭერს.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია შვიდ ქვეყანას, სადაც მუსლიმი მოსახლეობაა, ვიზის გაცემას მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში უწყვეტს.

საუბარია შემდეგ ქვეყნებზე: ირანი, ერაყი, ლიბია, სომალი, სუდანი, სირია და იემენი. დოკუმენტის თანახმად, ტრამპი აგრეთვე აპირებს გასცეს ბრძანებულება, რომელიც იმ ადამიანების შემოწმების პროცესის გადახედვას ითვალისწინებს, რომლებსაც აშშ-ში ჩასვლის სურვილი აქვთ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics