2016-12-05 17:30:06, 1919 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
ჯაში: ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან პროცესს, რომელსაც დავარქმევდი გზას აქციიდან კონსტრუქციამდე
"ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან პროცესს, რომელსაც დავარქმევდი გზას აქციიდან კონსტრუქციამდე”,- ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა თსუ-ს აუდიტორია 115- ისა თვითმმართველობის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.
ჯაშის თქმით, თვითმმართველობის გაუქმებაზე საკითხი არ დგას. პირიქით, მარიამ ჯაშის განმარტებით, იმსჯელებენ იმაზე, რომ უფლებები კანონის დონეზე იყოს გარანტირებული:
"საკანონმდებლო ინიციატივას ეხება ორი ძირითადი საკითხი. ეს გახლავთ თვითმმართველობის არჩევის წესი და დაფინანსების საკითხები. თვითმმართველობის გაუქმებაზე საკითხი არ დგას. პირიქით, ვმსჯელობთ იმაზე, რომ კანონის დონეზე იყოს უფლებები გარანტირებული, ხოლო თვითმმართველობების რა სახე უნდა იყოს, ეს შეიძლება დარეგულირდეს",-განაცხადა მარიამ ჯაშმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან