17:28 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-18 13:46:38, 738 ნახვა

საზოგადოება
ანბანდიდი სახარება-ერთ-ერთი უძველესი ქართული ხელნაწერი- ეროვნული არქივის კვირის დოკუმენტია

ანბანდიდი სახარება - ერთ-ერთი უძველესი, მე-9 საუკუნის ქართული ხელნაწერი ეროვნული არქივის მიმდინარე კვირის დოკუმენტია.
ეროვნული არქივის ინფორმაციით, შემორჩენილია ხელნაწერის 192 ფურცელი; ეტრატი; ზომა: 32.7x22. თავნაკლულია; თავიდან ბოლომდე ასომთავრულით ნაწერი, ყავისფერი მელნით; დღემდე მოღწეულია ლუკას სახარების მცირე ნაწილი და იოანეს სახარება მთლიანად; საზედაო გრაფემები - სინგურით. ხელნაწერს აქვს გვიანდელი მინაწერები, საიდანაც ცხადი ხდება, რომ ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში ტაო-კლარჯეთში ინახებოდა. სახარება შიგადაშიგ გაფორმებულია მარტივი შემკულობებით, მათ შორისაა წითელი და შავი მელნით შესრულებული გოლგოთის ჯვარი. რედაქციული თვალსაზრისით, ანბანდიდი სახარება პროტოვულგატას ერთ-ერთ ვარიანტს წარმოადგენს და ქრისტიანული კულტურის საუცხოო ნიმუშია.
ფოტოს ნახვა შესაძლებელია ეროვნული არქივის ვებგვერდზე: http://archives.gov.ge/ge/kviris-dokumenti, ასევე, ეროვნული არქივის გვერდზე: https://www.facebook.com/NationalArchivesofGeorgia.
„კვირის დოკუმენტი“ ეროვნული არქივის პროექტია, რაც მიზნად ისახავს არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე - ახლა მიხვდნენ ხომ, არჩევნები რომ მნიშვნელოვანია?! - ხალხმა, ყველაფერი კარგად იცის, ვინ ვინ არის
კალაძე: რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? აბასთუმანში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა
სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა
BOG ქმნის განათლების შესაძლებლობებს AI-ით და ტექნოლოგიებით დაინტერესებული გოგოებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics