11:52 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-06 12:10:27, 2149 ნახვა

კომენტარი
თამაზ მეჭიაური: თუ სარწმუნოების დაცვა ჰომოფობიაა - ჰომოფობი ვიქნები

პარტია „თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერი თამაზ მეჭიაური „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას ბოლო დროს გავრცელებულ ვიდეოკრებულს ეხმაურება, სადაც მას ჰომოფობიურ განცხადებებში სდებენ ბრალს.

მეჭიაურის განცხადებით, თუ ლგბტ ადამიანები სხვას საკუთარი ცხოვრების წესს მოახვევენ თავს, მაშინ ის ამ ყველაფერს შეეწინააღმდეგა და ნაკლებად აინტერესებს ჰომოფობს დაარქმევენ თუ არა.

„თუ სარწმუნოების დაცვა ჰომოფობიაა, ვიქნები ჰომოფობი. მე არავის ვუვარდები, მანქანაში აქეთ მივარდებიან, საპატრიარქოს შეურაცხყოფას აყენებენ და ერთსექსიანთა ქორწინების თემაზე საუბრობენ და ა.შ.  ასეთ შემთხვევაში ხმა არ უნდა ამოვიღო და ჩვენი კანონიერი უფლებები არ უნდა დავიცვა თ ამ შემოსევას დავნებდეთ? თუ კი ეს  ადამიანები ეცდებიან აქეთ  მოგახვიონ თავზე გარყვნილი ცხოვრების წესი, მაშინ ყველა ეროვნული ინტერესესების დამცველი პარტია ასე უნდა მოიქცეს. თუ ეს ადამიანები თავისთვის იქნებიან და საკუთარ ცხოვრებას სხვას თავზე არ მოახვევენ, მაშინ მათ არავინ ერჩის. წინააღმდეგ შემთხვევაში მე ამას შევეწინააღმდეგები და ჰომოფობს დამარქმევ თუ არა ნაკლებად მაინტერესებს“, - აცხადებს მეჭიაური. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics