19:17 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-27 12:06:44, 2136 ნახვა

კომენტარი
კობახიძე - ივანიშვილის მიმართ უკვე 3 წელია მოქმედებს არაფორმალური სანქციები, გაყინული აქვს ანგარიშები

ბიძინა ივანიშვილის მიმართ უკვე 3 წელია მოქმედებს არაფორმალური სანქციები, გაყინული აქვს ანგარიშები და ვერც ერთი ნაბიჯი ვერ გადაადგმევინეს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ამაზე ვერ იდარდებს ბიძინა ივანიშვილი,  - ამის შესახებ "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც საფრანგეთის სენატში საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციის დაინიცირებას შეეხებოდა.

კობახიძის თქმით, ეს რეზოლუცია არის ტრაგიკული მოვლენა და ევროპულ ბიუროკრატიაში არსებულ ტრაგიკულ ვითარებაზე მიუთითებს.

"რეზოლუციაში წერია, რომ სააკაშვილი ისევ კვდება და საქართველოში არის ავტორიტარული მმართველობა, თქვენს შეკითხვებზე მეტად არასერიოზულიც კი არის ის რეზოლუცია, რომელიც საფრანგეთში დაინიცირდა. ეს არის ტრაგიკული მოვლენა და ევროპულ ბიუროკრატიაში არსებულ ტრაგიკულ ვითარებაზე მიუთითებს,"- განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
WSJ: აშშ-სა და ისრაელის დაბომბვებმა ირანს ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობა არ წაართვა
ორბანი და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სიიარტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ საზოგადოების თვალთახედვიდან გაუჩინარდნენ
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics