|
2025-09-15 13:37:45, 2946 ნახვა
საზოგადოება
ხმაური 157-ე საჯარო სკოლასთან - მშობლები სწავლის შეფერხებას აპროტესტებენ
თბილისის 157-ე საჯარო სკოლასთან მშობლები ჩავარდნილ სასწავლო პროცესს აპროტესტებენ.. დაუსრულებელი რეაბილიტაციისა და მშენებლობების გამო, ათასობით მოსწავლისთვის პირველი ზარი მშობლიურ სკოლაში არ დაირეკა და ბავშვებს სწავლის გაგრძელება სხვა სკოლებში უწევდათ. სკოლასთან შეკრებილი მასწავლებლები და მშობლები ამბობენ, რომ შენობაში წლებია რემონტი მიმდინარეობს, მაგრამ ვერ სრულდება. მათი თქმით, ერთ კომპანიას მეორე ცვლის, თუმცა შედეგი კვლავ არ დგება. მშობლები კომერციულ ინტერესებზეც საიბრობენ და აცხადებენ, რომ სკოლას დანგრევა არ სჭირდება. „ეს სკოლა დასანგრევი არ არის, რა თქმა უნდა, ყველაფრის მიზეზი კომერციული ინტერესებია. ყველამ ვიცით, რომ წლების განმავლობაში მიზანმიმართულად ხდებოდა მშობლებზე მუშაობა. ეს არის უზარმაზარი ტერიტორია და კომპლექსის აშენება იგეგმება“, - განაცხადა ერთ-ერთმა მშობელმა. მშობლების თქმით, შენობა უფუნქციოდ დგას და ხელისუფლების დაპირებები წელიწადის დროებივით იცვლება. მშობლები ყურადღებას სკოლებში უფასო კვების არარსებობაზეც ამახვილებენ, რაც, მათი აზრით, ქვეყნისთვის დიდ გამოწვევად რჩება. ისინი აცხადებენ, რომ უფასო კვება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც მოსწავლეებს სხვადასხვა ცვლაში უწევთ სწავლა. „ჩემს შვილს, იმის გამო, რომ მეორე სმენაში სწავლობს, წესიერად სადილს ვერ ღებულობს, ყოველ გაზაფხულზე კუჭ-ნაწლავის პრობლემა ექმნება. 6 წელია, ბავშვს დღის სმენა არ ღირსებია, ღამის სკოლაში არასრულფასოვანი კვება, განათლება...“ - აცხადებს ერთ-ერთი მშობელი. პროტესტი 157-ე სკოლასთან გრძელდებოდა. უკვე 2 წელია, რაც პედაგოგები და მშობლები სკოლის რეაბილიტაციას ითხოვენ, რათა მოსწავლეებმა საკუთარ შენობაში შეძლონ სწავლა, თუმცა უშედეგოდ.
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ირანმა შესაძლოა ჰორმუზის სრუტის ნაწილი გახსნას, თუმცა არსებობს ერთი პირობა, - Reuters
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - არც განმარტება… ცაც ბიძინასია?
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)