19:35 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-20 17:44:17, 1213 ნახვა

ეკონომიკა
გალტ & თაგარტმა ელექტროენერგიის სექტორის კონფერენციას უმასპინძლა და ახალი კვლევა წარადგინა

გალტ & თაგარტმა ელექტროენერგიის სექტორის კონფერენცია გამართა, რომელიც დარგის წამყვანი კომპანიებისა და მარეგულირებელი სტრუქტურების ჩართულობით წარიმართა და 400 მონაწილეს უმასპინძლა.

ღონისძიების ფარგლებში გალტ & თაგარტმა წარმოადგინა ახალი კვლევა, რომელიც მიმოიხილავს ელექტროენერგიის გენერაციის, მოხმარებისა და ფასების ტენდენციებს, ექსპორტის შესაძლებლობებს და ყველა იმ ძირითად საკითხს, რაც სექტორში ინვესტირებისას უნდა იყოს გათვალისწინებული.

ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იყო თემატური პრეზენტაციები ქსელის განვითარებასა და შავი ზღვის გადამცემი ხაზის პროექტზე, რომელზეც საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორთა საბჭოს წევრებმა ისაუბრეს, ხოლო ბაზრის რეფორმის მიმდინარეობაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა ისაუბრა.

კონფერენციის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია სექტორის აქტუალურ საკითხებზე, გამოწვევებსა და პერსპექტივებზე. ამ დისკუსიაში მონაწილეობდნენ პირველი ვიცე-პრემიერი - ეკონომიკისა და მდგარი განვითარების მინისტრი, სემეკ-ის თავმჯდომარე, საქართველო-ურბან ენერჯის გენერალური დირექტორი და საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი.

“ინვესტორებისთვის კრიტიკულია ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, რაც პირდაპირ აისახება პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაზე. სწორედ ამას ემსახურება დღევანდელი კონფერენცია — სიღრმისეული ანალიზის წარდგენასა და დარგში არსებულ გამოწვევებზე დიალოგს. ბოლო პერიოდში იზრდება ინტერესი ქარისა და მზის ენერგიის მიმართ, რაც დეტალურად აისახა ჩვენს კვლევაში. კვლევაში განხილულია როგორც ტექნიკური და ეკონომიკური ასპექტები, ასევე ის კრიტიკული საკითხები, რომლებიც ენერგოსისტემის სტაბილურობასა და ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას განსაზღვრავს,“ — აღნიშნა გალტ & თაგარტის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი კუპრაშვილმა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, “ბაზარი ორბელიანზე” მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
SOLO-ს მხარდაჭერით, თბილისი თანამედროვე ხელოვნების პირველ საერთაშორისო აუქციონს უმასპინძლებს
ადამიანის უფლებათა კომისარს მოუწოდეს გამოიძიოს ივანიშვილის რეჟიმის პრაქტიკა, გააშიშვლონ პატიმარი ქალები
მსჯავრში მყოფი, აქციაში მონაწილე რუსეთის მოქალაქეები კარტის თამაშის გამო 5000-5000 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics