10:38 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-06 10:40:35, 1115 ნახვა

ომი უკრაინაში
კრივი-რიჰზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა გამო, უკრაინაში 6 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადდა

კრივი-რიჰზე რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა გამო უკრაინაში დღევანდელი დღე გლოვის დღედ არის გამოცხადებული. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის ვიცე-პრემიერმა რეკონსტრუქციის საკითხებში, თემებისა და ტერიტორიების განვითარების მინისტრმა ალექსეი კულებამ განაცხადა, რომ მსხვერპლებისა და მათი ოჯახების მიმართ სოლიდარობის ნიშნად, 6 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადდა და უკრაინის ქალაქებში კიევიდან ოდესამდე და კრამატორსკიდან უჟჰოროდამდე დროშები დაეშვება.

მინისტრის თქმით, ბალისტიკური რაკეტების თავდასხმისა და თვითმკვლელი ტერორისტების შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა და 74 დაშავდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა შესაძლოა ჰორმუზის სრუტის ნაწილი გახსნას, თუმცა არსებობს ერთი პირობა, - Reuters
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - არც განმარტება… ცაც ბიძინასია?
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics