01:31 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-07 10:59:23, 862 ნახვა

საზოგადოება
ვარდების მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრამდე დღეს საშობაო მსვლელობა გაიმართება

შობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ვარდების რევოლუციის მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრამდე  დღეს მსვლელობა გაიმართება.

მასში მონაწილეობას საპატრიარქოს წარმომადგენლები, სტიქაროსნები და მრევლი მიიღებს. 

მსვლელობის მონაწილეები გაივლიან რუსთაველის გამზირს, თავისუფლების მოედანს, პუშკინის ქუჩას.

მსვლელობაში   მონაწილეთა ერთი  ჯგუფი საპატრიარქოში მივა, სადაც მათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დალოცავს და  ნობათს გადასცემს. ამის შემდეგ მსვლელობა ბარათაშვილის ხიდით ბარათაშვილის ქუჩაზე გაგრძელდება. ალილოში მონაწილეთა ერთი ჯგუფი ამჯერად პრეზიდენტის სასახლისკენ გადაინაცვლებს. მათ ქვყნის პირველი პირი  ტკბილეულს  გადასცემს. მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება, სადაც სასულიერო პირები პარაკლისს გადაიხდიან.
ცნობისთვის, ალილო ტრადიციად 2000 წლიდან იქცა. ეს არის დღე როდესაც ღამისთევის შემდეგ მგალობლები დადიან ქუჩებში და მოსახლეობას ულოცავენ ქრისტეშობის დღეს. მსვლელობის დროს მახარობლები აგროვებენ იმ შემოწირულობას, რასაც ხალხი გადასცემს მათ და ეს შემოწირულობა ურიგდებათ გაჭირვებულ ადამიანებს, მიუსაფარ ბავშვებს და ასევე პატიმრებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics