|
2021-03-10 17:09:10, 1296 ნახვა
სამხედრო
ნატოს მხარემ საქართველოს თავდაცვის ძალებს სატრანსპორტო საშუალებები გადასცა
ნატოს შესყიდვებისა და მომსახურების სააგენტომ (NSPA) ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC) 5 ერთეული „რენოს“ მარკის საშუალო გამავლობის ავტომანქანა გადასცა. სატრანსპორტო საშუალებების გადაცემა ცენტრის შესაძლებობების განვითარებას, მობილურობის გაზრდასა და ლოჯისტიკური კომპონენტის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. სატრანსპორტო საშუალებების გადაცემის ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ აზარაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე პირიტ პიკერი და ნატოს შესყიდვებისა და მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები დაესწრნენ. ნატოს მხარემ ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრისათვის (JTEC) სხვადასხვა ტიპის სატრანსპორტო საშუალებები ნატოს შესყიდვებისა და მომსახურების სააგენტოსა (NSPA) და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 2017 წელს გაფორმებული გრანტის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა, რომლის საერთო ღირებულება 1,2 მლნ ევროს შეადგენს. JTEC-ს ჯამში 20 სატრანსპორტო საშუალება გადაეცა, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა JTEC-ის უზრუნველყოფასთან და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული საკითხები. სატრანსპორტო საშუალებები თითოეულ ჯარისკაცს მოემსახურება და გაზრდის JTEC-ის ეფექტურობას და შესაძლებლობებს. პროექტის განხორციელებაში აქტიურად იყო ჩართული ნატოს მრჩეველთა ჯგუფი JTEC-ში.
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)