14:03 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-28 23:40:44, 597 ნახვა

პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: პრეზიდენტი ოპონირებს გუნდთან, რომელმაც მოიყვანა და უნდა, რომ ეს დაფაროს

"პრეზიდენტი ოპონირებს გუნდთან, ვინც მოიყვანა და უნდა ეს დაფაროს",-ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა "იმედთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

ივანიშვილის განმარტებით, ოპონირების უფლება ყველას აქვს, მაგრამ ის  ქვეყნის საერთო ინტერესს არ უნდა აზიანდებდეს.

"პრეზიდენტი ოპონირებს გუნდთან,  ვინც მოიყვანა და უნდა ეს დაფაროს. მას აქვს უფლება ოპონირებდეს გუნდს,  მიუხედავად იმისა,  რომ პოლიტიკურ კორექტურობაზე შეიძლება კითხვები დავსვათ, ამის უფლება მეც მაქვს. მასაც გააჩნია უფლება,  ოპონირებდეს და იყოს ოპოზიციაში, მაგრამ საკუთარი პოლიტიკური  პოზიცია უნდა თანხვედრაში მოვიდეს  ქვეყნის ინტერესთან. მარგველაშვილი იქნება,  ღარიბაშვილი, თუ სხვა პოლიტიკოსი,  ვისაც უნდა მას გაუწიოს ოპონირება, ვისთანაც უნდა იქ გადავიდეს ოპოზიციაში, ოღონდ ქვეყანას ნუ ივიწყებენ. მათი ოპონირება არ უნდა აზიანდებდეს ქვეყნის საერთო ინტერესებს",-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics