2020-06-12 21:50:17, 7931 ნახვა
სამხედრო
ღარიბაშვილი - გვსურს სამხედროების ID ბარათს შევძინოთ პრივილეგიები
გვსურს სამხედროების ID ბარათს შევძინოთ პრივილეგიები და ამ საკითხზე ვაპირებ გავმართო შეხვედრები სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებთან, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
„მინისტრის საათზე“ მან ასევე აღნიშნა, რომ განათლების მიმართულებით ახალი ინოვაციის განხორციელებას იგეგმება.
„გვსურს სამხედროების ID ბარათს შევძინოთ პრივილეგიები და ამ საკითხზე ვაპირებ გავმართო შეხვედრები სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებთან, უნივერსიტეტებთან, ჩვენ გვსურს მეტი კომპანია ჩაერთოს სამხედროებისთვის პრივილეგიების მინიჭების კამპანიაში.
იგეგმება სამხედრო მოსამსახურეების წარჩინებული შვილების სწავლის თანადაფინანსება, სამხედროების წარჩინებულ შვილებს მინისტრის სახელობის სტიპენდია დაენიშნებათ“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),