15:46 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-11 09:51:15, 3634 ნახვა

კულტურა
მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი „ქანდაკების არსი თანამედროვე სამყაროში“ დღეს გაიხსნება

დღეს, 11:00 საათზე, კულტურის საერთაშორისო ცენტრში „მუზა“ მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი  „ქანდაკების არსი თანამედროვე სამყაროში“ გაიხსნება. მსგავსი ღონისძიება საქართველოში პირველად ტარდება და მერაბ ბერძენიშვილის ინიციატივითა და  კულტურის საერთაშორისო ცენტრის „მუზა“ ორგანიზებით ხორციელდება.

მოქანდაკეთა  საერთაშორისო სიმპოზიუმი 11 მაისს, 11:00 საათზე ქართველი ხელოვანებისა და მოქანდაკეების გამოფენით გაიხსნება და 5 დღეს გასტანს.

სიმპოზიუმის  მიზანს წარმოადგენს ქართველი და უცხოელი  ხელოვანების, მოქანდაკეების ერთ სივრცეში  ინტეგრირება და თანამედროვე  ქანდაკების  აქტუალური საკითხებისა და ტენდენციების განხილვა, ახალი ტექნოლოგიებისა და მიმართულებების დანერგვა.  სიმპოზიუმი  წარმართული იქნება საერთაშორისო სტანდარტებისა და ნორმების დაცვით.  გაიმართება „ვორქშოპები“, პრეზენტაციების წარდგენა. 

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ხელოვანები სხვადასხვა ქვეყნიდან: იტალია, ესპანეთი/მარბეა,  თურქეთი, ირანი,  საბერძნეთი, აზერბაიჯანი,   იტალია, საფრანგეთი, ფინეთი. 

მოქანდაკეთა  საერთაშორისო სიმპოზიუმი „ქანდაკების არსი თანამედროვე სამყაროში“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს,   თბილისის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრის  ხელშეწყობითა და თანადგომით ხორციელდება.

სიმპოზიუმის დასრულების შემდეგ, მომზადდება ხელოვნების საერთაშორისო არტ კატალოგი, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი ღონისძიების მიმდინარეობა, ვიზუალური მასალა, სტატიები, პრეზენტაციების  რეზიუმე, რომელიც ერთგვარი სახელმძღვანელო იქნება ხელოვნების  სფეროში მოღვაწეებისათვის. 

ღონისძიებას  დაესწრებიან: საქართველოს კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები,   ქალაქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე,  ქალაქ თბილისის მერი, ხელოვანები: მხატვრები, ექსპერტები, მოქანდაკეები;  დიპლომატიური კორპუსი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics