01:08 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-18 17:28:34, 1081 ნახვა

სამხედრო
სამხედრო პოლიციის დეპარტამენტს 27 კვალიფიცირებული სამხედრო პოლიციელი შეემატა

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტს 27 კვალიფიცირებული სამხედრო პოლიციელი შეემატა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო პოლიციის გადამზადების მეორე კურსის გამოშვების საზეიმო ცერემონიალი დღეს, დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში გაიმართა.

უწყების ცნობით, კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება  თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გოჩა რატიანმა, გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, საქართველოს ეროვნული თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიების ხელმძღვანელმა პირებმა  და საქართველოს შეიარაღებული ძალების  წარმომადგენლებმა მიულოცეს.

ცერემონიალის დასასრულს  კურსდამთავრებულებს შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცათ.

გადამზადების კურსი სამხედრო პოლიციელების კვალიფიკაციის ამაღლებას, სამხედრო პოლიციელისათვის საჭირო უნარ-ჩვევების  შემუშავებას ისახავდა მიზნად. 19 კვირიანი სასწავლო  კურსის განმავლობაში თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები ორ ეტაპად, ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ჩატარდა. კურსის ფარგლებში მსმენელები ქვეითი საცეცხლე ჯგუფის ზომის ქვედანაყოფის მართვასა და  ადმინისტრაციული  სამართალდარღვევების გამოვლენისა და აღკვეთის პრინციპებს დაეუფლნენ.  ისინი სისხლის სამართლის კოდექსის ზოგად პრინციპებსა და  კოდექსის შესაბამისი ნორმების გამოყენების საკითხებსაც გაეცნენ.

სასწავლო პროგრამა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარე რეფორმების ფარგლებში განხორციელდა. პროგრამის შედგენაზე  ეროვნული თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიების წარმომადგენლებმა ერთობლივად იმუშავეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics