|
2025-08-05 11:15:29, 2671 ნახვა
საზოგადოება
ერთად დავიცვათ ბუნების საკუთარება - საქართველოს ბანკის და CNF-ის კამპანიას სმარტი შემოუერთდა
საქართველოს ბანკი, კავკასიის ბუნების ფონდთან (CNF) თანამშრომლობით ახალ კამპანიას ახორციელებს, რომელიც ბუნების დასაცავად ისეთი დიდი ბრენდებისა და ორგანიზაციების გაერთიანებას ისახავს მიზნად, რომლებიც საკუთარ ლოგოში ცხოველისა თუ ფრინველის სიმბოლოს იყენებენ. კამპანიის ფარგლებში საქართველოს ბანკი მოუწოდებს პარტნიორებს, საკუთარი წვლილი შეიტანონ ბუნების დაცვის პროცესში. აღნიშნული კამპანია კრეატიულ სააგენტო Leavingstone-თან თანამშრომლობით ხორციელდება. ამ ეტაპზე საქართველოს ბანკისა და CNF-ის კამპანიას 9 ბრენდი შემოუერთდა, მათ შორის ერთ-ერთი არის სმარტი, რომელიც ლოგოში ციყვის სიმბოლოს გამოყენებისთვის CNF ფონდში დონაციებს გაიღებს. „სმარტი“, 50-ზე მეტი სუპერმარკეტით, ყველაზე ფართო CS (Convenience Store) ქსელია საქართველოში. ბრენდი, რომლის ლოგოსაც 2010 წლიდან ფუსფუსა, აქტიური, სასუსნაოს მოყვარული, მოგზაური ციყვი ამშვენებს, უერთდება საქართველოს ბანკისა და CFN-ის ახალ კამპანიას, რომელიც იმ კომპანიებს, რომლებიც ლოგოში ცხოველის სიმბოლოს იყენებენ, მოუწოდებს, სიმბოლურად გადარიცხონ დონაცია ბუნების კონსერვაციის საერთაშორისო ფონდში (CNF), როგორც ცხოველის სიმბოლოს გამოყენების „საავტორო უფლების“ საფასური. ინიციატივის ფარგლებში, სმარტი რეგულარულად განახორციელებს დონაციას CNF ფონდში. „ვისოლ ჯგუფისათვის“ გარემოს დაცვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია CSR სტრატეგიაში. შესაბამისად, „სმარტი“ სიამოვნებით შეუერთდა ინიციატივას. ციყვი „სმარტის“ ბრენდის განუყოფელი ნაწილი და მომხმარებლების საყვარელი სიმბოლოა, რომელსაც კომპანიის ვიზუალური რებრენდინგის დროსაც კი ვერ შეველიეთ. ამიტომაც, ციყვის ვიზუალის გამოყენებისთვის „საავტორო უფლებების დაცვაში“ მონაწილეობა ჩვენს პასუხისმგებლობად მიგვაჩნია. მოხარული ვიქნებით, თუ სხვა კომპანიებიც აქტიურად ჩაერთვებიან ძალიან საინტერესო კამპანიაში, რომელიც ცხოველებსა და ბუნებაზე იზრუნებს, რადგან ადამიანების და კომპანიების ზემოქმედება გარემოზე ყოველწლიურად უფრო მძიმეა. შესაბამისი უნდა იყოს ამისთვის პასუხისმგებლობის ინიციატივებიც“, – აცხადებს „ვისოლ ჯგუფის“ PR და CSR სამსახურის ხელმძღვანელი რუსუდან კბილაშვილი. აღსანიშნავია, რომ „სმარტი“ „ვისოლთან“ ერთად წარსულშიც აქტიურად იყო ჩართული საქართველოს დაცული ტერიტორიების შესახებ ცნობადობის ამაღლებასა და შიდა ტურიზმის განვითარების კამპანიებში.
აშშ-მ ამერიკული ხელოვნური ინტელექტის კოპირებისთვის ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვა დაიწყო
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)