09:18 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-02 13:52:04, 820 ნახვა

რეგიონი
ჩინელმა ინფლუენსერებმა და ჟურნალისტებმა აჭარაში იმოგზაურეს

ჩინელმა ინფლუენსერებმა და ჟურნალისტებმა აჭარაში იმოგზაურეს, მათ შორის იყო აჭარაში ჩაის კულტურის შემომტანის, ლაო ჯინ ჯაოს შთამომავალი. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტის ცნობით, გარდა რეგიონის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობების მონახულებისა, მედიატურის მონაწილეები ჩაქვში, ლაო ჯინჯაოს ყოფილ აგარაკს, ნობელებისა და ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმებს სტუმრობდნენ, სადაც ჯინჯაოს ნივთებია წარმოდგენილი.

"ბათუმის ბოტანიკურ ბაღში კი სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, ლაო ჯინ ჯაოს ლანჩის იმიტაციას დასწრებოდნენ, სადაც ქართული ჩაისა და კერძების პრეზენტაცია გაიმართა. აღსანიშნავია, რომ უკვე დაგეგმილია ჩაქვში მდებარე ლაო ჯინ ჯაოს სახლის რეაბილიტაცია, რითაც რეგიონს კიდევ ერთი ტურისტული ადგილი შეემატება. 

ჩინელი ინფლუენსერების მედიატური რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით განხორციელდა. მიმდინარე წელს, უწყებამ 25-მდე მედიატურის ფარგლებში, უკვე უმასპინძლა 100-მდე ჟურნალისტსა და ინფლუენსერს. შედეგად, აჭარის მრავალფეროვან საზღვაო და სამთო ტურისტულ პროდუქტებს 15-ზე მეტ სამიზნე ქვეყანაში გაეცნენ",- აღნიშნულია დეპარტამენტის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნავთობის ფასები კვლავ ეცემა, - Reuters
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ლენინგრადის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონი „ფრონტის ხაზად“ იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics