17:49 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-25 12:53:15, 1034 ნახვა

მსოფლიო
ნეპალში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ნეპალის დედაქალაქ კატმანდუს მახლობლად ძლიერი მიწისძვრა მოხდა.

დაზუსტებული მონაცემებით, მიწისქვეშა ბიძგების მაგნიტუდა 7.9 ბალს შეადგენდა.

თვითმხილველთა ცნობით, დანგრეულია საცხოვრებელი შენობები და ნანგრევებში უამრავი ადამიანია მოყოლილი. ჩამონგრეულია კატმანდუს მთავარი ღირსშესანიშნაობა - 60 მეტრიანი დხარახარას კოშკი.

CNN-ის კორესპნდენტის ინფორმაციით, მხოლოდ ამ შენობაში, შესაძლოა 400 დაღუპული იყოს.

სიტუაციას ართულებს ძლიერი განმეორებითი ბიძგები, რომელსაც დამატებით ნგრევა მოყვება.

დაჭრილთა დახმარება გართულებულია, რადგან საავადმყოფოების უმრავლესობა მიწისძვრის შედეგად დაინგრა. დაზიანებულია კატმანდუს საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენი ბილიკი, რის გამოც მისი მუშაობა დროებით შეჩერებულია.

მიწისძვრამ ტიბეტის მთებში ზვავების მასიური ჩამოწოლა გამოიწვია. მხოლოდ ევერესტზე 3 ზვავია ჩამოწოლილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები დაიწყო
კალაძე - ახლა მიხვდნენ ხომ, არჩევნები რომ მნიშვნელოვანია?! - ხალხმა, ყველაფერი კარგად იცის, ვინ ვინ არის
კალაძე: რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? აბასთუმანში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა
სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics